Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილე


ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილე 6-მა ქვეყანამ

ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილე 6-მა ქვეყანამ
(გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ) ერთსულოვნებას მიაღწიეს ახალ ზომებზე, რომელთა მიზანიცაა ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე. ამ შინაარსის განცხადება ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დევიდ მილიბენდმა გააკეთა. ინიციატივის დეტალებზე საჯარო ინფორმაცია არ ვრცელდება. მილიბენდის განცხადება მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრას ლონდონში. მათ იმსჯელეს ძალსიხმევაზე, როგორ დაიყოლიონ ირანი ურანის გამდიდერბის შეწყვეტაზე - ამ პროცესის შედეგად მზადდება საწვავი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც ატომური ელექტროსადგურების, ისე ატომური იარაღისთვის.
XS
SM
MD
LG