Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა


რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან შეთანხმებას

რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან შეთანხმებას
ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანია "როსატომის" ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ და შეერთებული შტატების ელჩმა უილიამ ბერნსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ცივი ომის პერიოდის ყოფილ მოწინააღმდეგეებს უფლებას აძლევს, ერთად იმუშაონ რეაქტორების განვითარების, ბირთვული მასალების შენახვისა და გადაზიდვის სფეროში.

XS
SM
MD
LG