Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე პროვოკაციული ნაბიჯი


რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე პროვოკაციული ნაბიჯი

რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე პროვოკაციული ნაბიჯი
გადადგა საქართველოსთან, კერძოდ კი აფხაზეთთან მიმართებაში, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ”ზოგიერთი ის ნაბიჯი, რომელიც მათ გასული რამდენიმე კვირის მანძილზე გადადგეს, ვერ გამოდგა სიტუაციისთვის ხელსაყრელი. და ჩვენ მათ ვთხოვეთ გადახედონ და შეცვალონ ზოგიერთი ბოლოდროინდელი ქმედება”.
”არავის უნდა იხილოს ესკალაცია, დაძაბულობის ე.წ. ესკალაცია საქართველოს და რუსეთს შორის, განაცხადა მაკკორმაკმა.
ასევე 6 მაისს ცალკე გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა დანა პერინომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ განახორციელა, რასაც ჩვენ ვუწოდებდით, პროვოკაციული ქმედება, რამაც გაზარდა დაძაბულობა საქართველოში.
XS
SM
MD
LG