Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა


მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა პაკისტანის ხელისუფლებას მოუწოდა,

მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა პაკისტანის ხელისუფლებას მოუწოდა,
ფრთხილად მოეკიდოს მოლაპარაკებას ალ-ყაიდისა და თალიბანის მებრძოლებთან, რომლებიც პაკისტანის ტერიტორიაზე, ავღანეთთან საზღვრის გასწვრივ მოქმედებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ნეგროპონტემ აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმედოვნებს, პაკისტანის მთავრობა არ დათანხმდება მოლაპარაკების ისეთ შედეგს, რომელიც ექსტრემისტებს შესაძლებლობას მისცემდა, განუკითხავად დაგეგმონ და განახორციელონ თავდასხმები პაკისტანში, ავღანეთში, შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG