Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების


საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესში მრავალი უხეში დარღვევა აღინიშნა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესში მრავალი უხეში დარღვევა აღინიშნა.
პროტესტის გამოსათქმელად გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები 23 საათზე თბილისის სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. მიტინგზე გამოსულებმა მკაცრად გააკრიტიკეს არჩევნების პროცესი და განაცხადეს, რომ მიღებული ხმების დასაცავად "ბოლომდე იბრძოლებენ". კომენტარი გაუკეთა რა ეგზიტპოლების შედეგებს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ამ მონაცემებს არ ენდობა. ზურაბიშვილის თქმით, ეგზიტპოლი მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარდა და "შედეგიც შესაბამისია". საერთაშორისო მეთვალყურეებს რაიმე სერიოზულ დარღვევებზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
XS
SM
MD
LG