Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო


ბალკანეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო რეგიონად იქცა.

ბალკანეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო რეგიონად იქცა.
ასეთია შეფასება, რომელიც გაეროს მიერ ცხრა ქვეყანაში ჩატარებულ კვლევაშია გამოთქმული. ეს ქვეყნებია ალბანეთი, ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, მოლდავეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩერნოგორია და სერბია. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სააგენტოს ხელმძღვანელის, ანტონიო მარიო კოსტას თქმით, ამ ქვეყნების უმრავლესობამ მოახერხა დანაშაულებრივი სტრუქტურების გარღვევა. ანგარიშის თანახმად, ძარცვის, გაუპატიურების და თავდასხმის შემთხვევების სიხშირე ბალკანეთში დასავლეთ ევროპასთან შედარებით ნაკლებია. თუმცა, კოსტას განცხადებით, კრიმინოგენული ვითარება კვლავ პრობლებად რჩება კოსოვოში.
XS
SM
MD
LG