Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო
სირიაში თავის წარმომადგენლებს მიავლენს. სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ ელ ბარადეიმ მმართველთა საბჭოს სხდომაზე ვენაში განაცხადა, რომ ექსპერტები ჩავლენ დამასკოში 22-24 ივნისს , რათა წინასწარ გამოიძიონ აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ სირია მალულად ატომურ რეაქტორს აშენებს. სირია აცხადებს, რომ ეს რეაქტორი ისრაელის ავიაციამ გაანადგურა სექტემბერში.
ვენაში, ამავე სხდომაზე, სააგენტომ გააკრიტიკა ირანი, რომ არ იძლევა საშუალებას გამოიკვლიონ, მუშაობს თუ არა ის ბირთვული იარაღის საიდუმლო პროგრამაზე. მისი თქმით, ბრალდება კვლავ რჩება სერიოზული შეშფოთების საგანი.
XS
SM
MD
LG