Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, წელიწადში


გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, წელიწადში 20 მრდ-მდე დოლარია საჭირო მეტი სურსათის საწარმოებლად.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, წელიწადში 20 მრდ-მდე დოლარია საჭირო მეტი სურსათის საწარმოებლად.
ამ საკითხზე მან ისაუბრა პრესკონფერენციაზე რომში სურსათის მსოფლიო კრიზისისადმი მიძღვნილი სამდღიანი სამიტის მეორე დღეს. [ბან კი მუნის ხმა] “2030 წლამდე მსოფლიოში სურსათის წარმოება 50 პროცენტით უნდა გავზარდოთ. ამ მხრივ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდი და მსოფლიო ბანკი მუშაობენ მხარდამჭერ პროექტებზე 10 ქვეყნისთვის და მომდევნო სამ თვეში იგივეს გააკეთებენ კიდევ 20 ქვეყნისთვის”. ბოლო თვეებში სურსათი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაძვირდა, რასაც ბევრგან მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები.
XS
SM
MD
LG