Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბრიუსელში დაიწყო საქართველოს პარლამენტის


დღეს ბრიუსელში დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი.

დღეს ბრიუსელში დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი.
როგორც იუწყებიან, ნინო ბურჯანაძე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერს. მათ იმსჯელეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად განსახორციელებელ აუცილებელ ინსტიტუციონალურ რეფორმებზე, შეეხნენ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებასაც. ამავე საკითხს შეეხო ნინო ბურჯანაძე ევროპის საპარლამენტო კონფერენციაზე, რომელზეც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს და განიხილეს პრიორიტეტები, ევროკავშირს მომავალში რომ უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG