Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების გაჟონვას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების გაჟონვას
გარემოსთვის საფრთხე არ შეუქმნია. სამინისტროს ინფორმაციით, ტოქსიკურმა გაზმა ფოსგენმა კანისტრიდან გაჟონა ქარხანაში, რომელიც პროვინცია ხეილუნცძიანის ქალაქ ციციკარში მდებარეობს. ეს რეგიონი რუსეთის ხაბაროვსკის მხარეს ესაზღვრება. ავარიამ ჩინეთში სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მოწამლულია კიდევ რვა. მაგრამ გაჟონვა ლოკალური იყო და, როგორც ავარიის მიმდებარე ტერიტორიის შემოწმებამ აჩვენა, გარემოსთვის საფრთხე არ შეუქმნია.
XS
SM
MD
LG