Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთმა აცნობა


გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთმა აცნობა, რომ მისი სამხედროები აფხაზეთში

გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთმა აცნობა, რომ მისი სამხედროები აფხაზეთში
რკინიგზის აღდგენაში მონაწილეობენ. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის წერილში, რომელიც ორგანიზაციამ ოფიციალური დოკუმენტის სახით გამოაქვეყნა, ვიტალი ჩურკინი აღნიშნავს, რომ სამხედრო მშენებლები აფხაზეთში იარაღის გარეშე იმყოფებიან, თავად რკინიგზის აღდგენა კი ჰუმანიტარული აქციაა და საქართველო-რუსეთის შეთანხმებას შეესაბამება. რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილს საქართველოს ხელისუფლება თავის გამართლების მცდელობად მიიჩნევს. რეინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის არაადეკვატური მოქმედების გამართლება უწევს. ,,ბატონი ჩურკინის განმარტება ამ სერიალის ერთი ნაწილია, მისი შინაარსი კი - ყოველგვარ არგუმენტაციასაა მოკლებული” - განაცხადა დღეს თემურ იაკობაშვილმა
XS
SM
MD
LG