Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები რეგლამენტში.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები რეგლამენტში.
ცვლილებების მიხედვით, ვიცე-სპიკერების, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და კომიტეტების რაოდენობა იზრდება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს ცვლილებები ”პირველი ნაბიჯია” იმ შეთანხმების შესრულების გზაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან კონსულტაციების შედეგად მიაღწია 12 ივნისს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მომავალი კვირიდან აპირებს აქტიური საპარლამენტო მუშაობის დაწყებას. როგორც მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო მუშაობის დაწყების თარიღი და დრო დამოკიდებულია იმაზე, როდის დაიწყება ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების პუნქტების რეალიზცია.
XS
SM
MD
LG