Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს


ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზიმბაბვეს ოპოზიციის ლიდერი,

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზიმბაბვეს ოპოზიციის ლიდერი,
მორგან ცვანგირაი, ჰარარეში ჰოლანდიის საელჩოს აფარებს თავს. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ცვანგირაის სხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი არ უთხოვია. ზიმბაბვეში შექმნილი ვითარების გამო საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება იზრდება. კვირას, ცვანგირაიმ უარი თქვა 27 ივნისს დანიშნულ მეორე ტურში მონაწილეობაზე, და მიზეზად მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული დევნა და ძალადობა დაასახელა. ცვანგირაის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს საშუალებას აძლევს კვლავაც გააგრძელოს თავისი 28 წლიანი მმართველობა.
XS
SM
MD
LG