Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირში ღრმავდება უთანხმოება "ლისაბონის


ევროპის კავშირში ღრმავდება უთანხმოება "ლისაბონის ხელშეკრულების" სახელით ცნობილი

ევროპის კავშირში ღრმავდება უთანხმოება "ლისაბონის ხელშეკრულების" სახელით ცნობილი

საბაზისო დოკუმენტის რატიფიკაციის გარშემო. გერმანიის პრეზიდენტმა ჰორსტ კიოლერმა ხელშეკრულების რატიფიკაცია გადადო. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადის საფუძველზე, რომლის თანახმად სასამართლოში ხელშეკრულების წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი შევიდა. დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმაც. მისი თქმით, უაზრობაა ხელი მოაწერო დოკუმენტს მას შემდეგ, რაც იგი უარყვეს ირლანდიაში, ივნისში გამართული რეფერენდუმის მონაწილეებმა. "ლისაბონის ხელშეკრულების" მიზანია ევროპის კავშირის მოდერნიზება ამ ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ. იმისთვის, რათა ძალაში შევიდეს, დოკუმენტი კავშირის უკლებლივ ყველა წევრმა უნდა მოიწონოს.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG