Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში გრძელდება დიდი რვიანის სამიტი.


იაპონიაში გრძელდება დიდი რვიანის სამიტი. მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრული ქვეყნები შეთანხმდნენ

იაპონიაში გრძელდება დიდი რვიანის სამიტი. მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრული ქვეყნები შეთანხმდნენ
გაანახევრონ ნახშირორჟანგის ემისია. "დიდი რვიანი ერთხმად მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელია 2050 წლისთვის სულ ცოტა 50 პროცენტით შემცირდეს გაზების ემისია, რომლებიც სათბურის ეფექტს იწვევს," განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იასუო ფუკუდამ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე შეშფოთება გამოხატეს მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის, განსაკუთრებით საწვავსა და სურსათზე ფასების ზრდის გამო. დიდი რვიანის ლიდერებმა მოუწოდეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს, გაზარდონ ნედლეულის მოპოვების მოცულობა.

XS
SM
MD
LG