Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა და რუსეთმა გააფორმეს შეთანხმება


ირანმა და რუსეთმა გააფორმეს შეთანხმება ირანში გაზისა და ნავთობის საბადოების ათვისებაში თანამშრომლობის შესახებ.

ირანმა და რუსეთმა გააფორმეს შეთანხმება ირანში გაზისა და ნავთობის საბადოების ათვისებაში თანამშრომლობის შესახებ.
ირანის საინფორმაციო სააგენტო "შანას" ცნობით, დოკუმენტი გააფორმეს ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და რუსეთის კომპანია "გაზპრომმა". შეთანხმების ფინანსური დეტალები არ მოჰყავთ. სააგენტო "ფრანს პრესის" შეფასებით, გაფორმებული დოკუმენტი მიუთითებს, რომ ირანი ცდილობს რუსეთის დახმარება გაინაღდოს ენერგორესურსების ათვისების საქმეში, რახან დასავლური კომპანიები ირანთან თანამშრომლობიდან უკან იხევენ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად: დასავლეთის მთავრობები კომპანიებისაგან მოითხოვენ კონტაქტების შეწყვეტას ირანთან, მისი ბირთვული პროგრამის გამო. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის კომპანია “ტოტალმა” უარი თქვა ირანთან მრავალ მილიარდ დოლარად შეფასებულ შეთანხმებაზე.
XS
SM
MD
LG