Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუამავლობას გასწევს. ის საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ხვალ ეწვევა. ამის შესახებ შტაინმაიერის წარმომადგენელმა ანდრეას პეშკემ განაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
18 ივლისს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სოხუმში გაემგზავრება და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ლიდერებს მოელაპარაკება..
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სამშაბათს სატელეფონო საუბრისას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით შედგა.
XS
SM
MD
LG