Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ადმინისტრაცია გამოეხმაურა რუსეთის მიერ


აშშ-ის ადმინისტრაცია გამოეხმაურა რუსეთის მიერ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას,

აშშ-ის ადმინისტრაცია გამოეხმაურა რუსეთის მიერ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას,
რომ მოსკოვი ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ მაკკორმაკის განცხადებით, ალიანსში ახალი წევრების მიღება მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი საკითხია და რუსეთს ამ გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვს. "ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში, რომელშიც პრეზიდენტი ბუში მონაწილეობდა, ნათლად აღინიშნა პოზიცია MAP-თან დაკავშირებით და ასევე საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, უფრო ნათლად როგორ უნდა თქმულიყო. ეს მეტად პრინციპული განცხადება იყო. ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციაა, რომ ეს ქვეყნები გადავიდნენ MAP-ის სტატუსზე", _ განაცხადა მაკკორმაკმა.
XS
SM
MD
LG