Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში


რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის,

რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის,
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის რეგიონულ ვიზიტებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, მეთიუ ბრაიზა: [ბრაიზას ხმა]: ”შტაინმაიერის ვიზიტის შესახებ პრესაში გავრცელებული ცნობების გაცნობა მხოლოდ ახლა დავიწყე. როგორც ჩანს, აფხაზურმა მხარემ გაიმეორა [რუსეთის] საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადება. ეს საქმეს არ წაადგება. მათ უარყვეს მთავარი პრინციპი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას უნდა დაედოს საფუძვლად. ლაპარაკია კავშირზე საქართველოს მიერ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებასა და იძულებით გადაადგილებული ქართველების აფხაზეთში დაბრუნებას შორის. ეს, ერთმნიშვნელოვნად, საბაზისო შეთანხმება უნდა იყოს - და ეს შეთანხმება უნდა მიღწეულ იქნას, იმისათვის რომ სამშვიდობო პროცესი დაიძრას.” მეთიუ ბრაიზამ ”შემაშფოთებელი” უწოდა იმ გარემოებას, რომ მოსკოვი და სოხუმი ამ შეთანხმების მიღებაზე უარს აცხადებენ. ამასთან, ბრაიზამ განაცხადა, რომ უკანასკნელ თვეებში გადადგმული ნაბიჯებით რუსეთმა ეჭვქვეშ დააყენა თავისი, როგორც გაეროს მეგობართა ჯგუფის პროცესის ხელშემწყობის როლი. ბრაიზას თქმით, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, რუსეთს კონფლიქტის შუამავლად ყოფნა სურს, თუ უნდა რომ მხარეს წარმოადგენდეს.
XS
SM
MD
LG