Accessibility links

site logo site logo

რა არის გასულ საუკუნეში სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღების შედეგი?


ერთი წლის წინ, 2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო

ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან იძულებით გადასახლებული პირების რეპატრიაციის შესახებკ ანონი. ისე, როგორც ზოგადად დეპორტირებულ პირთა საკითხმა, შემუშავების პროცესში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ კანონმაც. ჩვენი “სადისკუსიო მაგიდის” სტუმრები იმდენად ამ კანონის ავ-კარგზე არ ლაპარაკობენ, რამდენადაც იმაზე, თუ რა მოიტანა შედეგად ამ კანონმა. კანონის მეოთხე მუხლის მეშვიდე პუნქტის მიხედვით, რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენის ვადა 2009 წლის 1 იანვარს იწურება. ანუ დარჩენილია სულ რაღაც ხუთი თვე იმისათვის, რომ რეპატრიაციის მსურველებმა, რომლებიც ძირითადად რვა ქვეყანაში არიან გაბნეული, მოაგროვონ საბუთები და მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას. ნინო გელაშვილმა “სადისკუსიო მაგიდასთან” სასაუბროდ მიიწვია ”რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის” დირექტორი თემურ ლომსაძე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტის” თანადამფუძნებელი, უჩა ბუაშვილი.

(იხ. აუდიოვერსია)
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG