რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის
შეკეთებასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრების აღსანიშნავად ცერემონია 30 ივლისს, დრანდის სადგურზე გაიმართება. თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის მედიის წარმომადგენლებს ცერემონიაზე დასასწრებად აკრედიტაციის გავლას სთავაზობს. განცხადების თანახმად, ჟურნალისტებს სარკინიგზო ჯარების გაყვანაზე დასწრების საშუალებაც ექნებათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ძალები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მაისის ბოლოს შეიყვანეს, რასაც ოფიციალური თბილისის მწვავე პროტესტი მოჰყვა.