Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქში


მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქში შეიკრიბნენ

მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქში შეიკრიბნენ
და საზეიმოდ აღნიშნეს რეგიონში მართლმადიდებლობის მიღების 1020-ე წლისთავი. კონსტანტინეპოლის ეკუმენურმა პატრიარქმა ბართლომე პირველმა, და რუსეთის პატრიარქმა ალექსეი მეორემ წმინდა ვლადიმირის მონუმენტთან ჩატარებულ ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა. ცერემონიას უცხოეთის 15 მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი დაესწრო. კიევში იმყოფება საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციაც, თუმცა თავად პატრიარქი, ილია მეორე უკრაინაში არ ჩასულა. უკრაინის ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი რუსეთისგან დამოუკიდებლად არსებული ეკლესიის მომხრეა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა, თუმცა ის მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას არ უღიარებია. შაბათს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, ბართლომე პირველს რუსეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი უკრაინული ეკლესიის დაარსების დალოცვა სთხოვა, და ამას ”ისტორიული სიმართლის” გამოვლინება უწოდა. ბართლომე პირველის საპასუხო განცხადების თანახმად კი ეკლესიის ერთიანობა პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG