Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში გამოთქვამენ რწმენას, რომ გაუმკლავდებიან


ჩინეთში გამოთქვამენ რწმენას, რომ გაუმკლავდებიან ნებისმიერ საფრთხეს, თუ ის ოლიმპიურ თამაშებს შეექმნა.

ჩინეთში გამოთქვამენ რწმენას, რომ გაუმკლავდებიან ნებისმიერ საფრთხეს, თუ ის ოლიმპიურ თამაშებს შეექმნა.
ამ შინაარსის განცხადება საორგანიზაციო კომიტეტის პრეს-მდივანმა გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თავდასხმამ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სინიანის რეგიონში 16 პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა ასევე 16 კაცი.
ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, ორ თავდამსხმელს (მათ ეთნიკურ უიგურებად მოიხსენიებენ) აღმოაჩნდათ დოკუმენტები "წმინდა ომის" მოწოდებით. ოფიციალური მასმედია როგორც იუწყება, სინიანში უშიშროების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ. პეკინის ოლიმპიური თამაშები 3 დღეში გაიხსნება.
XS
SM
MD
LG