Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო კანცელარიაში ხელმოსაწერად გადასცეს ეუთოსა და ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა და ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ალექსანდრე სტუბმა. უცხოელი დიპლომატები აუცილებლად მიიჩნევენ ცეცხლის სასწრაფოდ და უპირობოდ შეწყვეტას, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჰუმანიტარული მისიების განსახორციელებლად. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სტუბი და კუშნერი გორში გაემგზავრნენ, მოგვიანებით კი მოსკოვში გაფრინდებიან. ისინი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან გამართავენ შეხვედრას, რათა აღნიშნულ დოკუმენტს მათაც მოაწერონ ხელი. დღის მეორე ნახევარში თბილისში ჩასვლას გეგმავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.
XS
SM
MD
LG