Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საგანგებო მისიის წარმომადგენელს მათიას


ევროსაბჭოს საგანგებო მისიის წარმომადგენელს მათიას იორშის რუსეთის ჯარისკაცებმა პრობლემები შეუქმნეს

ევროსაბჭოს საგანგებო მისიის წარმომადგენელს მათიას იორშის რუსეთის ჯარისკაცებმა პრობლემები შეუქმნეს

გორიდან გასვლისასაც. როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, იორში და მასთან ერთად მყოფი ქართველი დეპუტატები ერთ-ერთ ბლოკსაგუშაგოზე თითქმის ერთი საათი ჰყავდათ გაჩერებული და რუსი გენერლის ბრძანებას ელოდებოდნენ. იგივე პრობლემები იორშის გორში შესვლამდეც შეექმნა. “რუსეთის ჯარის ქმედება ნამდვილი ოკუპაციაა. ჩვენ ვიმყოფებოდით საქართველოში და რუსები გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევენ. ამაზე ევროპამ მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. ევროსაბჭომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ოკუპანტებმა საქართველოს მიწა-წყალი დატოვონ” – განაცხადა იორშიმ.
XS
SM
MD
LG