Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ჩრდილოატლანტიკურ


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა,

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა,
საქართველოზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, დაუყოვნებლივ გააფართოვოს აღმოსავლეთით ნატოს კავშირი. ბრიტანეთის გაზეთ "ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში იუშჩენკომ აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გავლენას მოახდენს ევროპასა და მსოფლიოზე. კონფლიქტის მთავარი გაკვეთილი, იუშჩენკოს აზრით, ის არის, რომ საკუთარ უსაფრთხოებას, მარტო, დღევანდელ მსოფლიოში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა ყოველ ღონეს იხმარს, რათა მოსკოვის სამიზნედ არ იქცეს. ამგვარ ზომებს შორის პრეზიდენტმა დაასახელა სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა და ნატოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.
იუშჩენკოს თქმით, 2017 წელს - როცა იწურება შესაბამისი ხელშეკრულების ვადა - რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უნდა დატოვოს სევასტოპოლი.
XS
SM
MD
LG