Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ჩრდილოატლანტიკურ


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა,

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა,
საქართველოზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, დაუყოვნებლივ გააფართოვოს აღმოსავლეთით ნატოს კავშირი. დღეს, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების მე-17 წლისთავზე წარმოთქმულ სიტყვაში იუშჩენკომ თქვა, რომ უსაფრთხოების ევროატლანტიკურ სისტემაში შესვლა არის ერთადერთი გზა უკრაინის მოსახლეობის დასაცავად. გუშინ იუშჩენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველ ღონეს იხმარს, რათა მოსკოვის სამიზნედ არ იქცეს. ამგვარ ზომებს შორის პრეზიდენტმა დაასახელა სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა და ნატოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. იუშჩენკოს თქმით, 2017 წელს - როცა იწურება შესაბამისი ხელშეკრულების ვადა - რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უნდა დატოვოს სევასტოპოლი.

XS
SM
MD
LG