Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის


რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის სრულად გაწყვიტოს კავშირი ნატოსთან, თუკი ალიანსი გადაწყვეტს,

რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის სრულად გაწყვიტოს კავშირი ნატოსთან, თუკი ალიანსი გადაწყვეტს,
რომ შეაჩეროს თანამშრომლობა რუსეთთან. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ამის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა ნატოში რუსეთის წარმომადგენელთან - დმიტრი როგოზინთან სოჭში შეხვედრისას: "ამ თანამშრომლობით უპირველეს ყოვლისა დაინტერესებული არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები და - არა რუსეთის ფედერაცია. და, თუკი ისინი არსებითად წყვეტენ ამ თანამშრომლობას, ჩვენთვის არაფერი ცუდი არ მოხდება. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის ურთიერთობების სრული შეწყვეტის შესახებაც კი”. მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვის ბრალი არ არის საქართველოში კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობების დრამატულაც გაუარესება.
XS
SM
MD
LG