Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში


ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში
ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის, ტომას ჰამარბერგის განცხადებით, ევროსაბჭო იმსჯელებს, ჰქონდა თუ არა რუსეთს სამხრეთ ოსეთში საკუთარი მოქალაქეების ძალის გამოყენებით დაცვის უფლება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იქნება და აუცილებად განიხილება", - აღნიშნა ჰამარბერგმა "ინტერფაქსში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველაგან, მიუხედავად ეროვნებისა და მოქალაქეობისა.
როგორც ცნობილია ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი საქართველოში შემქნილი ვითარების გამო თბილისში იმყოფებოდა. კომისარი კონფლიქტის ზონიდან დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა. ჰამარბერგი ჩასული იყო გორშიც.
XS
SM
MD
LG