Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა,

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა,
რომ დასავლეთს არ სურს იყოს რუსეთის მძევალი და წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა გადაისინჯოს. ბრაუნმა გაზეთ “ობსერვერის” კვირის გამოშვებას უთხრა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებამ აშკარა გახადა, რომ ევროპას სასწრაფოდ სჭირდება მოიპოვოს ნავთობისა და გაზის ახალი წყაროები. მან თქვა, რომ ის ევროკავშირის სამიტზე გამოვა მოწოდებით, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაიყვანოს ჯარი იმ პოზიციებზე, რომლებიც ეკავა სამხედრო მოქმდებების დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG