საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტირი ეკატერინე ტყეშელაშვილმა ევროპის კავშირს მოუწოდა,
ორშაბათს ბრიუსელის სამიტზე გაერთიანებული პოზიცია იქონიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიმართ. ეს განცხადება მან სტამბოლში გააკეთა თავის თურქ კოლეგასთან, ალი ბაბაჯანთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, ბაბაჯანმა განაცხადა, რომ თურქეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრაზე ბაბაჯანი გამოვიდა რეგიონული თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის ინციატივით. ჯგუფის მიზანი იქნება კავკასიის რეგიონში ვითარების სტაბილიზება რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მასში შევლენ რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ტყეშელაშვილის თქმით, საქართველო მხოლოდ მას მერე განიხილავს ასეთ ჯგუფში მონაწილეობის საკითხს, რაც რუსეთის ჯარები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას.