Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში


საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების
და ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საომარი მდგომარეობა ქვეყანაში ვადაზე ადრე შეწყდა, რისი მიზეზებიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კენჭისყრამდე განმარტა. საომარი მდგომარეობა ქვეყანაში რუსული აგრესიის განხორციელების გამო 9 აგვისტოს გამოცხადდა, შემდეგ საომარი მდგომარეობა 23 აგვისტოს გაგრძელდა და 8 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, ქვეყნის სტაბილურად განვითარებისთვის საჭიროა საომარი მდგომარეობის გაუქმება. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებში. ამასთან, პარლამენტს უკვე მიღებული აქვს დადგენილება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამ ტერიტორიების სტატუსი კიდევ უფრო გაიზრდება იმ კანონის ფარგლებში, რაზეც პარლამენტი უკვე მუშაობს –"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". საომარი მდგომარეობის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად ბაქრაძემ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურად განვითარების საჭიროება და აუცილებლობა დაასახელა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, იგი ცხადდება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები რჩებიან.
XS
SM
MD
LG