Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით


უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, ქვეყანაში “სახელმწიფო გადატრიალების” მოწყობა სცადეს,

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, ქვეყანაში “სახელმწიფო გადატრიალების” მოწყობა სცადეს,
როცა პარლამენტში დაამტკიცეს კანონები პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაკვეცად. ამ შინაარსის განცხადება იუშჩენკომ გააკეთა დღევანდელ სატელევიზიო მიმართვაში მას შემდეგ, რაც გუშინ პარლამენტში მიემხრნენ კანონებს, რომლებიც აადვილებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ამ კანონებს, პრო-მოსკოვურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, იულია ტიმოშენკოს ბლოკმაც დაუჭირა მხარი, რის გამოც იუშჩენკოს პარტია “ჩვენი უკრაინა” გავიდა მმართველი კოალიციიდან. ეს კოალიცია 8 თვის წინ ჩამოაყალიბეს იუშჩენკომ და ტიმოშენკომ. უკრაინის პრეზიდენტი აპირებს ვეტოს გამოყენებას პარლამენტში გუშინ დამტკიცებული კანონების დასაბლოკად.
XS
SM
MD
LG