Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ერთხმად


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთთან მეგობრობისა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთთან მეგობრობისა
და თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირებას და ეს დღე ისტორიულად გამოაცხადა. სხდომას ესწრებოდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელმაც დეპუტატებს აცნობა, რომ აფხაზეთში რუსეთის ორი - სახმელეთო და საზღვაო სამხედრო ბაზა განლაგდება. "ჩვენს ტერიტორიაზე იქნება რუსეთის არმიის იმდენი სამხედრო მოსამსახურე, რამდენიც რესპუბლიკის სრულ უსფრთხოებას სჭირდება", - განაცხადა ბაღაფშმა. მანვე განაცხადა, რომ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვრის გასამაგრებლად სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. სამუშაოები, დაახლოებით, თვენახევარში მდინარე ენგურის გასწვრივ დაიწყება და შეიქმნება "ნამდვილი საზღვარი, რომელიც ბევრ პრობლემას მოხსნის”, - აღნიშნა ბაღაფშმა.
XS
SM
MD
LG