Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული განცხადება, რომელსაც მანამდე უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე, ხელი პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მოაწერა. დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე. კიევში გამართულ ბრიფინგზე იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მის მიერ შესრულებულია ყველა პირობა, რომელიც კოალიციის აღსადგენად უკრაინის პრეზიდენტმა წარუდგინა.
XS
SM
MD
LG