Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკუაგდო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკუაგდო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის
კრიტიკული შენიშვნები, რომ მოსკოვი არ ასრულებს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ქალაქ დორტმუნდში გერმანიის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები არ გავლენ ახალგორიდან, ვინაიდან ეს რაიონი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და ამიტომ არ ექვემდებარება სამშვიდობო გეგმას. ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, რომელიც ამ დღეებში გაიმართება ჟენევაში გაეროსა და ეუთოს მონაწილეობით, სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG