Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დღეს გაიხსნა


ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დღეს გაიხსნა მეჩეთი, რომელიც ევროპაში უდიდესად მიიჩნევა.

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დღეს გაიხსნა მეჩეთი, რომელიც ევროპაში უდიდესად მიიჩნევა.
ის ათი ათასზე მეტ მლოცველს დაიტევს. მეჩეთის მინარეთი 60 მეტრს აღწევს. მისი მშენებლობა 20 მილიონ დოლარამდე დაჯდა. მეჩეთის გახსნის ცერემონიაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ ეს დიდი მოვლენაა მთელი ისლამური თანამეგობრობისთვის. მეჩეთი რამზან კადიროვის მამის, 2004 წელს მოკლული აჰმედ ჰაჯი კადიროვის სახელს ატარებს. მეჩეთის გახსნას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომლის სახელი ეწოდა ახლახან გროზნოს მთავარ გამზირს.
XS
SM
MD
LG