Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლორიდის შტატში დაიწყო შეერთებული შტატების


ფლორიდის შტატში დაიწყო შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი კენჭისყრა.

ფლორიდის შტატში დაიწყო შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი კენჭისყრა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ გუშინ ამ შტატში წინასაარჩევნო მიტინგი გამართა და თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, მონალილეობა მიიღონ კენჭისყრაში. [ბარაკ ობამას ხმა] "დღეს ჩვენთან ვადამდელი არჩევნები დაიწყო. ამიტომ ყველას გთხოვთ, ამ მიტინგის შემდეგ, თუ ჯერ კიდევ არ მიგიციათ ხმა, წახვიდეთ და მონაწილეობა მიიღოთ კენჭისყრაში. ნუ დაელოდებით 4 ნოემბერს." დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ობამა ორი დღით წყვეტს საარჩევნო კამპანიას, რათა ავადმყოფი ბებია მოინახულოს. ობამას ბებია ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG