"კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთმა და ევროკავშირმა პოლიტიკური გზები უნდა ეძებონ"
- განაცხადა დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართულ სხდომაზე ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა რია ოომენ-რუიტენმა. მისივე თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება ხელს ვერ შეუწყობს პრობლემის პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტას. თავის მხრივ, დუმის დეპუტატებმა ევროპელ პარლამენტარებს განუცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის მოვლენების გამო ევროპარლამენტის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული განცხადება ცალმხრივ ინფორმაციას ეყრდნობოდა და მიკერძოებული იყო.