Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი


აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი
საპარლამენტო კომისიის შეკითხვებს დღეს ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა, მამუკა ყურაშვილმა უპასუხა. ყურაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ დაჭრილი იყო. სამშვიდობო ძალების სარდალმა ჯანმრთელობის და რთული ემოციური მდგომარეობით ახსნა ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე მისი ცნობილი განცხადება, რომელიც ყურაშვილის აღიარებით, იმპულსური და შეუთანხმებელი იყო. კომისიაში დღესევ შეკითხვები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურს ზაზა გოგავას დაუსვეს. ქართულმა მხარემ აგვისტოში რუსული აგრესიისას რუსეთის 19 საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ დღეს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 19 არის დაზუსტებული ციფრი, რაც მტკიცებულებების დონეზეა დადასტურებული.
XS
SM
MD
LG