Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ის, რაც გვჭირდება, არის ნათელი


”ის, რაც გვჭირდება, არის ნათელი პოლიტიკური სიგნალი ნატოსგან იმასთან დაკავშირებით,

”ის, რაც გვჭირდება, არის ნათელი პოლიტიკური სიგნალი ნატოსგან იმასთან დაკავშირებით,
რომ ვდგავართ ნატოში გაწევრიანების გზაზე” - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ნატოს აპირილის სამიტის მკაფიო პოლიტიკურ სიგნალს შეეძლო საქართველოსთვის თავიდან აეცილებინა რუსეთის აგრესია. ნორვეგიაში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს იენს სტოლტენბერგს. რეიტერის სააგენტო ავრცელებს სტოლტენბერგის განცხადებასაც. მისი სიტყვებით, ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როდის შეძლებს ნატო, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ”ინტენსიური დიალოგი” დაიწყება. მან ხაზი გაუსვა, რომ ნატოსკენ სვლის გასაძლიერებლად საქართველოს რეფორმების გატარება ჰმართებს.
XS
SM
MD
LG