Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს,
რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უფრო კონსტრუქციული დიალოგი გაიმართება ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმაზე. ამ შინაარსის განცხადება სერგეი ლავროვმა ეგვიპტეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. მოსკოვი ეწინააღმდეგება გეგმას, რომელიც ითვალისწინებს პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებას. ამასთან, მოსკოვი იმუქრება, რომ საპასუხოდ რაკეტებს განათავსებს კალინინგრადის რაიონში, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება. შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამა მხარდაჭერას უცხადებს ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმას, მაგრამ, მისივე თქმით, ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ სისტემა ქმედითუნარიანია.
XS
SM
MD
LG