Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენ ბადრი პატარკაცივილის ქვრივმა ინა


ბიზნესმენ ბადრი პატარკაცივილის ქვრივმა ინა გუდავაძემ საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა

ბიზნესმენ ბადრი პატარკაცივილის ქვრივმა ინა გუდავაძემ საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა
და ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნება ითხოვა. წერილში ნათქვამია, რომ "იმედის" ამჟამინდელ მფლობელად გამოცხადებული ჯოზეფ კეი ბადრი პატარკაციშვილის საკუთრებას ყალბი დოკუმენტებით დაეუფლა. ინა გუდავაძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, დემოკრატიისადმი ერთგულება საქმით დაამტკიცოს და უზრუნველყოს "ტელეიმედის" დაბრუნება კანონიერი მფლობელისთვის. ამასთან, სამშაბათს თბილისში გამართულ ბრიფინგზე ჯოზეფ კეის ადვოკატებმა დოკუმენტების გაყალბება უარყვეს და განაცხადეს, რომ კეი "იმედის" კანონიერი მფლობელია.
XS
SM
MD
LG