Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა ისევ არ შეუშვეს


რუსმა სამხედროებმა ისევ არ შეუშვეს ევროკავშირის მეთვალყურეები საჩხერის რაიონის სოფელ პერევში.

რუსმა სამხედროებმა ისევ არ შეუშვეს ევროკავშირის მეთვალყურეები საჩხერის რაიონის სოფელ პერევში.
ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჩხერის გამგბელი ზურაბ ცერცვაძე იუწყება, რომ რუსი სამხედროები პერევიდან გასვლის შესაძლებლობაზე საუბრობენ, თუმცა, კონკრეტულ დროს არ ასახელებენ. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი კვირიდან პერევს ქართული პოლიცია გააკონტროლებს. მსგავსი შესაძლებლობის საფუძველს ქმნის გასულ საღამოს საჩხერის რაიონში გამართული შეხვედრა, რომელშიც იმერეთის და შიდა ქართლის პოლიციის ხელმძღვანელები, ცხინვალის კომენდანტი და პერევში მყოფი რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG