Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად


პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს ამ ქვეყნის პრეზიდენტის

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს ამ ქვეყნის პრეზიდენტის
საქართველოში ვიზიტისას მომხდარი ინციდენტის გამოძიებას. ახალგორის რაიონთან მომხდარს "პროვოკაცია" უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს ხელისუფლება მის მიერვე მოწყობილს რუსეთს და სამხრეთ ოსეთს აბრალებს. ლავროვის თქმით, პროვოკაციაა, როცა პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში მიიწვიეს და შემდეგ სხვა სახელმწიფოში წაიყვანეს. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ რუსული და ოსური პოზიციებიდან სროლა არ ყოფილა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან მომხდარი ინციდენტი სამხედრო აგრესიად და ტერორიზმად შეაფასა. ამ შემთხვევის გამო, დღეს შეშფოთება გამოთქვა პოლონეთის სეიმის დელეგაციამაც, რომელიც საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა.
XS
SM
MD
LG