Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორთან მომხდარი ინციდენტის გამო ტერორიზმის


ახალგორთან მომხდარი ინციდენტის გამო ტერორიზმის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს

ახალგორთან მომხდარი ინციდენტის გამო ტერორიზმის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი განმარტებით, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის კორტეჟის გადაადგილებისას სროლა დაიწყო სოფელ ოძისთან მდებარე რუსული საგუშაგოდან. ამ ინციდენტის შემდეგ საგუშაგოზე კონტროლის გამკაცრების შესახებ იუწყება ახალგორის რაიონის გამგებელი. საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ იუწყება ზურაბ ფიცხელაურისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსი სამხედრობი ავტოტრანსპორტს მოძრაობის უფლებას დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე აძლევენ.
XS
SM
MD
LG