Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია ბომბეიში


ინდოეთში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია ბომბეიში ძალადობისთვის ბოლოს მოსაღებად.

ინდოეთში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია ბომბეიში ძალადობისთვის ბოლოს მოსაღებად.
კოორდინირებული თავდასხმების მთელი სერია ოთხშაბათს დაიწყო. ბომბეიში, რომელიც ინდოეთის საფინანსო ცენტრად ითვლება, ამჟამინდელი მონაცემებით, 140-ს აღემატება დაღუპულების რიცხვი. მათ შორის არის ბევრი უცხოელი. ტელევიზიით აჩვენეს კადრები, როგორ დაეშვნენ შვეულმფრენიდან სპეცრაზმის წევრები ბომბეის ებრაული ცენტრის შენობაზე. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო ებრაულ ცენტრში შეჭრილი ექსტრემისტებისაგან მძევლების გამოხსნა, დასრულებულია. იქ ისრაელის. სულ ცოტა, 5 მოქალაქე დაიღუპა. ამასობაში გრძელდება ექსტრემისტების და მძევლების ძებნა ფეშენებელურ სასტუმრო "ტაჯ მაჰალში". მოიერიშეების ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ოფიციალური პირების ვარაუდით, საქმე ეხება ისლამისტ ექსტრემისტებს.
XS
SM
MD
LG