Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კანონმდებლები, სავარაუდოდ, მალე შეთანხმდებიან


ამერიკელი კანონმდებლები, სავარაუდოდ, მალე შეთანხმდებიან გეგმაზე,

ამერიკელი კანონმდებლები, სავარაუდოდ, მალე შეთანხმდებიან გეგმაზე,
რომელიც ითვალისწინებს მილიარდობით დოლარის გამოყოფას საფინანსო კრიზისით დაზარალებული ავტომანქანების მწარმოებელი კომპანიებისთვის. ამ გეგმის შესახებ ინფორმაციის ფონია პარასკევს გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკა, რომ ნოემბერში 533 000-ით იკლო სამუშაო ადგილების რიცხვმა, რაც ყველაზე მკვეთრი კლებაა აშშ-ში ბოლო 34 წლის მანძილზე. კონგრესის ლიდერები და თეთრი სახლი განიხილავენ გეგმას ავტომანქანების მწარმოებელი სამი წამყვანი კომპანიის, "ჯენერალ მოტორსის", "ფორდის" და "კრაისლერისთვის", სულ ცოტა, 15 მილიარდი დოლარის კრედიტების გამოყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG