Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პოლიციასა და თალიბებს შორის


ავღანეთში პოლიციასა და თალიბებს შორის ურთიერთსროლის შედეგად 9 თალიბი დაიღუპა,

ავღანეთში პოლიციასა და თალიბებს შორის ურთიერთსროლის შედეგად 9 თალიბი დაიღუპა,
სამი პოლიციელი კი დაიჭრა. შეტაკება სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივნის განცხადებით, თალიბებმა შაბათს იერიში განახორციელეს პოლიციის ბლოკსაგუშაგოზე გერეშკის რაიონში, რასაც ორსაათიანი ურთიერთსროლა მოჰყვა. იუწყებიან ასევე, რომ მრავალეროვანი კოალიციის ძალებმა შაბათს სამი მეამბოხე მოკლეს, ოთხი კი შეიპყრეს. ქაბულთან მომხდარ შეტაკებაზე ამ ინფორმაციას ამერიკელი სამხედროები ავრცელებენ.
XS
SM
MD
LG