Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო თავის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს


ეუთო თავის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თანხმობა განაცხადონ საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიისთვის ვადის გაგრძელებაზე.

ეუთო თავის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თანხმობა განაცხადონ საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიისთვის ვადის გაგრძელებაზე.
ეუთოს მისიის მანდატს ვადა 31 დეკემბერს ეწურება. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ფინეთმა გამოთქვა წინადადება, ეუთოს მისიამ განაგრძოს საქართველოში მუშაობა და განაახლოს საქმიანობა სამხრეთ ოსეთის რეგიონში, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ეუთოს მისიაში 180 თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის არიან უიარაღო მეთვალყურეები, რომლებიც საზავო შეთანხმების შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG